შემაჯამებელი რეფლექსია

სსიპ–ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  ფასილიტატორის ინდირა ბერიძის შემაჯამებელი რეფლექსია სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ
2017/2018  სასწავლო  წელი


1.
შევძელი თუ არა ჩემი სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელება?
 ვთვლი, რომ წელს დასახული ჩემი სამოქმედო გეგმა სრულად შევასრულე. მთელი წლის განმავლობაში სისტემატურად ვხვდებოდი და ვუწევდი კონსულტირებასა და მონიტორინგს ჩემი ჯგუფის წევრებს. რითაც ხელი შევუწყე მათი პროფესიული განვითარების სტიმულირებას. ასევე დავეხმარე მათ ელექტრონულ პროფესიულ საქაღალდეში, პორტალზე e-school აეტვირთათ თავიანთი საქმიანობის ამსახველი მასალები და რეფლექსიები.
2.
რა შეიძლება ჩავთვალო ამ წლის წარმატებად?
 წელს,  მასწავლებლებმა, პირველად ჩაატარეს  შიდაშფასების გაკვეთილები. ვთვლი რომ ეს ფაქტი მიმდინარე წლის წარმატებაა, მართალია ჯერ მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელმა ჩაატარა გაკვეთილი, მაგრამ ყველა გაკვეთილი დადებითად შეფასდა. ჩემი ჯგუფის ყველა წევრი ცდილობდა  და ძალას არ იშურებდა რომ სიახლეებისათვის ფეხი აეწყო, ისინი ცდილობდნენ შეესრულებიათ საკუთარი სამოქმედო გეგმის მიხედვით დასახული აქტივობები: თანამშრომლობდნენ კოლეგებთან; დაამუშავეს სხვადასხვა სახის ლიტერატურა;  მიიღეს მონაწილეობა პროექტებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სახის  ღონისძიებებში. ასევე წელს ჩავატარე საკუთარი პრაქტიკის კვლევა "გამართული, გაწაფული კითხვის უნარის განვითარება ელექტრონული რესურსის გამოყენებით."

3.
რა შეიძლება ჩავთვალო ამ წლის წარუმატებლად ?
         შეიძლება წარუმატებლობად  ჩაითვალოს ის, რომ ვერ მოხერხდა მასწავლებლების მიერ  დაგეგმილი ზოგიერთი აქტივობის განხორციელება, მაგალითად ვერ გავიარეთ  დაგეგმილი ტრენინგი, რადგან  მასწავლებელთა სახლში არ ჩატარდა ჩვენ მიერ შერჩეულ თემაზე  აკრედიტებული ტრენინგი. 
4.
ვიზრუნე თუ არა  ჩემ პროფესიულ განვითარებაზე?
დიახ, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში დამეხმარა  პროფესიული სქემის ფასილიტატორის ტრენინგი, ასევე გავიარე პრაქტიკის კვლევის ტრენინგი, რაც დამეხმარა მეწარმოებია კვლევა, კლასში აღმოჩენილი პრობლემის აღმოსაფხვრელად. შედეგები და რეკომენდაციები გავუზიარე კოლეგებს, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.


6.
როგორ ვითანამშრომლე  კოლეგებთან ?
მთელი წლის განმავლობაში  აქტიურად ვთანამშრომლობდი როგორც ჩემი სკოლის პედაგოგებთან, ასევე სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებთან, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. როგორც მე გავუწიე კონსულტირება სხვა სკოლის მასწავლებელს, ასევე მეც გამიწიეს კონსულტაცია  მათ. ჩემი, როგორც ფასილიტატორის ფუნქციაა– აქტიურად ვითანამშრომლო  მასწავლებლებთან და წავახალისო მათ შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის სურვილი; სიახლეების გაცნობა; კოლეგების ინფორმირებულობა; ერთობლივად გაკვეთილების დაგეგმვა და შემდეგ ამ გაკვეთილზე დაკვირვება და უკუკავშირი... მე ვთვლი რომ ეს წელი კოლეგებთან თანამშრომლობის მხრივ იყო ყველაზე ნაყოფიერი.
7.
რა წარმატებას მიაღწიეს ჩემი ჯგუფის წევრებმა
       ჩემი ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულ აქტივობებში:  ეცნობოდნენ ლიტერატურას; ესწრებოდნენ ტრენინგებს; ერთად გეგმავდნენ გაკვეთილებს; ატარებდნენ ფოკუსირებულ დაკვირვებებს და დაკვირვების დღიურებს. შედეგად გაიზარდა საგაკვეთილო პროცესის ხარისხი და მოსწვლეთა აკადემიური დონე; გაუმჯობესდა მოსწავლეთა ქცევა; ყველა მასწავლებელმა ჩაატარა რამდენიმე სამოდელო გაკვეთილი და გააანალიზა საკუთარი ჩატარებული გაკვეთილი; მიიღო კოლეგისგან უკუკავშირი.
8.
როგორ ვაფასებ წლიურ მუშაობას?
ვთვლი, რომ ეს წელი ჩემთვის და ჩემი სამუშაო ჯგუფისთვის, ისევე როგორც მთელი სკოლისთვის, იყო ძალიან ნაყოფიერი. ფასილიტატორობამ შემძინა მასწავლებლებთან თანამშრომლობისა და კონსულტირების უნარები, თუმცა  შემეზღუდა თავისუფალი დრო, მაგრამ ამ წლის მუშაობას ვაფასებ დადებითად.



indira.beridze01@gmail.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий